მასწავლებლის
რეფლექსია
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი: როენა გოგოლაძე
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი: 17.10-2018 / 24.10-2018 /
02.11/
2018
|
შეხვედრის
დრო: 12: 00-14: 00
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა:
-საკუთარი
პედაგოგიური გამოცდილების ანალიზი;
-ძლიერი
და სუსტი მხარეების დადგენა და საჭიროებების განსაზღვრა;
-
სამოქმედო გეგმის შედგენა.
|
შეხვედრის / შეხვედრების მიზანი:
-პედაგოგიური
პრაქტიკის სწორად შეფასება;
-პროფესიონალიზმის ამაღლება;
-
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
|
გთხოვთ
მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
კოლეგებთან
პირველ სამუშაო შეხვედრაზე მოვისმინე ვებინარი
განსახილველ თემებთან დაკავშირებით, წარმოვადგინე ჩემი პორტფოლიოდან
გასული წლის სამოქმედო გეგმა და ვისაუბრე იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც წინა
სასწავლო წელს განვახორციელე. გავუზიარე კოლეგებს ჩემი გამოცდილება და მოვისმინე მათი კრიტიკული რჩევები.ასევე
მოვისმინე და გავიზიარე კოლეგების გამოცდილება, ჩავინიშნე ის აქტივობები,
რომლებმაც კარგად იმუშავა მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. მეორე
შეხვედრაზე შევძელი მესაუბრა ჩემი მუშაობის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, კოლეგების
დახმარებით განვსაზღვრე საჭიროებები და
ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებმაც მესამე შეხვედრაზე ასახვა ჰპოვა ჩემს
სამოქმედო გეგმაში.
|
როგორ
დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ
საქმიანობაში?
აღნიშნულ შეხვედრაში
მონაწილეობა დამეხმარა გამეზიარებინა კოლეგების გამოცდილება,სწორად
გამეანალიზებინა სამუსაო პროცესი,მომესმინა მათგან კონსტრუქციული კრიტიკა და
გამეთვალისწინებინა საკუთარი პრაქტიკის სწორად შეფასებაში. ასევე დამეხმარა იმაში, რომ ზუსტად გავრკვეულიყავი ჩემი მუშაობის ძლიერ და სუსტ
მხარეებში და განვითარების ახალ
სამოქმედო გეგმაში სწორედ ის აქტივობები შემეტანა, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჩემი
პროფესიონალიზმის ამაღლებას.
ამიტომაც, ვფიქრობ, მიმდინარე სასწავლო წელს ჩემი პროფესიული განვითარება
უფრო მეტად სისტემატიზირებული და გააზრებული იქნება.
|
როგორ
გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების
გასაუმჯობესებლად?
ვფიქრობ, ის სამოქმედო გეგმა , რომელიც
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების დროც შევადგინე, ზუსტად ასახავს ჩემს საჭიროებებს
და ხელს შეუწყობს როგორც ჩემს პროფესიულ ზრდას,ასევე მოსწავლეთა სწავლა-სწავლების
ხარისხზეც აისახება.
|
· მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.
რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
ეს სამუშაო შეხვედრები იმით იყო
ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ვისწავლე საკუთარი პრაქტიკის სწორად შეფასება და სტრუქტურირებული
სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ჩემს კარიერულ წინსვლას,
ასევე პროფესიულ ზრდასაც,რაც უცილობრივ აისახება მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხზეც.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий