გაკვეთილის
რეფლექსია
2019 წლის 3 აპრილს
II კლასში ჩავატარე შეფასების ჯგუფისთვის
საჩვენებელი გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა: შეკრება-გამოკლება. ტოლოლობის
უცნობი წევრი.
გაკვეთილი დავგეგმე
ესგ-ის სტანდარტის გათვალისწინებით. გაკვეთილის
დაწყების წინ მოსწავლეებს
გავაცანი გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი, ჯგუფური
მუშაობის შეფასების რუბრიკები,
შევახსენე ქცევის წესები
და განვუმარტე, რომ გაკვეთილის მიზნის შესაბამისად მოსწავლეებს მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლებოდათ ეპოვათ რიცხვითი ტოლობის უცნობი წევრები აგრეთვე უნდა შეძლებოდათ შესაბამისი
რიცხვითი ტოლობის შედგენა და შემდეგ მისი ამოხსნა
მარტივი ამოცანების შემთხვევაში.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ ყველა აქტივობაში, რადგან
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა. გაკვეთილის
ბოლოს მოსწავლეები
გავიდნენ ესგ-ის
მიხედვით დასახულ
მიზნებზე.
ვთვლი, რომ გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვაში ხელი შემიწყო დაგეგმილმა აქტივობებმა, რომლებიც ამ გაკვეთილისთვის შევქმენი. ვეცადე, რომ აქტივობები ყოფილიყო სახალისო და არა
დამღლელი.
მოსწავლეები თავიდანვე აქტიურად და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ჩაებნენ საგაკვეთილო
პროცესში. გამოწვევის ფაზაზე, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, კითხვების საშუალებით
განვსაზღვრე მოსწავლეების მზადყოფნა ახალი მასალის ასათვისებლად.
გამოივიკითხე და მოვახდინეთ
საშინაო დავალების ანალიზი.
მეორეკლასელთათვის ძალზედ
ეფექტური გამოდგა სახალისო თამაში მასალის გნმტკიცებისთვის, ,,მზე და მთვარე“ და ჯგუფური მუშაობა.
ჯგუფებში მივეცი პრაქტიკული სამუშაო, რომელსაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. გამოიკვეთა მოსწავლეები რომლებმაც საკმაოდ კარგად
ამოხსნეს მოცემულ დავალებები და აქვე მოვინიშნე
მოსწავლე რომელიც საჭიროებს დამატებით მეცადინეობას მოცემულ საკითხში.
გაკვეთილის მსვლელობისას დაგეგმილი აქტივობები არ შემიცვლია. მოდიფიცირება შეეხო გეგმას. აქტივობა რომელიც უნდა გაეკეთებინათ მოსწავლეებს სკოლაში და სავარჯიშო უნდა შეესრულებინათ კომპიუტერებში, მივეცი საშინაო დავალებად, რასაც თავისი ახსნა აქვს. ვერ ვაკონტროლე დრო, რომელიც მათემატიკის გაკვეთილისთვის ისედაც ცოტაა.
ვისწავლე, რომ დროის განაწილება უფრო მეტად უნდა შემეძლოს გაკვეთილის
მსვლელობის დროს. სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, რათქმაუნდა, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას, სხვაგვარად წარვმართავ პრაქტიკულ სამუშაოს.
გაკვეთილის
მსვლელობისას, რა
თქმა უნდა,
გამოვლინდა ხარვეზები,
რაც ჩვეულებრივი მოვლენა მგონია. პირველ რიგში
ეს ეხებოდა
მოსწავლეთა სურვილს,
სხვის მაგივრად
გაეცათ კითხვაზე
პასუხი.(რაც იწვევდა ხმაურს) დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის
ეს ჩვეულებრივი მახასიათებელია,
მაგრამ მაინც
გზადაგზა მჭირდებოდა შემეხსენებინა მათთვის კლასში ქცევის
წესებს.
ხარვეზი დავაფიქსირე ასევე ჯგუფური მუშაობის
დროს, როდესაც შეცდომით ამოხსნილი ამოცანის შესასწორებლად ისევ პრეზენტატორს ვთხოვე
ამოცანის შესწორება, როცა შესაძლებელი იყო
ჯგუფში სხვა მოსწავლეს მიეღო მონაწილეობა.
საბოლოო ჯამში გაკვეთილის მსვლელობას მიზნებზე
გასვლაში ხელი
არ შეუშლია,
მაგრამ შემდგომში მაქსიმალურად
ყურადღებით და
თანაბრად მოვამზადებ
საჭირო მასალას.
გაკვეთილი იყო
მიზნებზე ორიენტირებული.
8.04.2019წ.
მასწავლებელი: როენა
გოგოლაძე
გაკვეთილის
რეფლექსია
2019 წლის 6
მაისს II კლასში ჩავატარე შეფასების ჯგუფის წევრებისთვის საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა: მერი ბოლქვაძის მოთხრობა ,,მზე“.
გაკვეთილი დავგეგმე
ესგ-ის სტანდარტის გათვალისწინებით. გაკვეთილის
დაწყების წინ მოსწავლეებს
გავაცანი გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი, ჯგუფური
მუშაობის შეფასების რუბრიკები
და შევახსენე ქცევის წესები.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ ყველა აქტივობაში, რადგან
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა. გაკვეთილის
ბოლოს მოსწავლეები
გავიდნენ ესგ-ის
მიხედვით დასახულ
მიზნებზე.
ვთვლი, რომ გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვაში ხელი შემიწყო დაგეგმილმა აქტივობებმა. ვეცადე, რომ აქტივობები ყოფილიყო სახალისო და არა
დამღლელი. მოსწავლეები თავიდანვე აქტიურად
ჩაებნენ საგაკვეთილო პროცესში. გამოწვევის ფაზაზე, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, კითხვების საშუალებით განვსაზღვრე მოსწავლეების მზადყოფნა ახალი მასალის ასათვისებლად.
გამოივიკითხე და მოვახდინეთ საშინაო დავალების ანალიზი.
ვფიქრობ, გაკვეთილისათვის მქონდა ეფექტურად
შერჩეული აქტიობები და სწორად გამოყენებული
სასწავლო რესურსები, რომლებმაც უზრუნველყვეს მოსწავლეების
ჩართულობა და დასახული
მიზნის მიღწევა. შერჩეული
მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო
აქტიობებს და კლასის
ორგანიზების ფორმებს.
მიზნის მისაღწევად
გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები.გაკვეთილის პირველ
ფაზაზე, მოტივაციის ამაღლების მიზნით
გამოვიყენე საკლასო აქტივობა ,,უცნაური
ყუთი“. მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის
ამაღლების მიზნით კლასში შევიტანე ,,უცნაური
ყუთი“ და ვთხოვე მათ გამოეცნოთ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყუთში. მოსწავლეები ცდილობდნენ გამოიცნოთ, რისთვისაც
მე მათ მინიშნებით, გადატანითი მნიშვნელობითა
და ქარაგმებით ვუხსნიდი ყუთში არსებული ნივთის
შესახებ. მოსწავლეები ხალისით შეხვდნენ უცნობ ნივთს. ყუთში დამალული იყო საჰაერო ბუშტი-მზის გამოსახულებით , ამის შემდეგ
მოსწავლეები გამოთქვამენ
თავიანთ წარმოსახვებს მათი თვალით
დანახული მზის შესახებ; შინაარსის რეალიზების
ფაზაზე მოსწავლეებმა მოახდინეს ტექსტში არსებულ უცნობ სიტყვებზე დაკვირვება და ვარაუდების
გამოთქმა, რაც
ხელს უწყობს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. გაკვეთილის ახსნა წარიმართა პაუზებითა
და ვარაუდების გამოთქმით.
რომელიც მოსწავლეებს დაეხმარა
სასწავლო მასალის აღქმაში და გაგება-გააზრების უნარის
განვითარებაში.
მეორეკლასელთათვის
ძალზედ ეფექტური გამოდგა სახალისო სიმღერა ,,მზე და
ცა“ , წყვილებში ,,გონებრივი სხივების“ (წიგნების) გაცვლა-გამოცვლა და ჯგუფური მუშაობა.
ჯგუფებში მივეცი პრაქტიკული სამუშაო, რომელსაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი,
რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარის
განვითარებას.
გაკვეთილი გეგმის
მიხედვით წარიმართა და რაიმე მნიშვნელოვანი
ცვლილების საჭიროება არ დამდგარა. დრო გავანაწილე მიზნობრივად
და სრულად გამოვიყენე
გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები.
გაკვეთილის
მსვლელობისას, რა
თქმა უნდა,
გამოვლინდა ხარვეზები,
რაც ჩვეულებრივი მოვლენა მგონია. პირველ რიგში
ეს ეხებოდა
მოსწავლეთა სურვილს,
სხვის მაგივრად
გაეცათ კითხვაზე
პასუხი.(რაც იწვევდა ხმაურს) დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის
ეს ჩვეულებრივი მახასიათებელია,
მაგრამ მაინც
გზადაგზა მჭირდებოდა შემეხსენებინა მათთვის კლასში ქცევის
წესები. გავითვალისწინებ
იმ ხარვეზებსაც, რომელიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. კერძოდ,შევეცდები გაკვეთილის
ახსნის შემდეგ უფრო მეტი დრო მოვანდომო ტექსტის განმტკიცებას. ამას გარდა უკუკავშირი უნდა იყოს
უფრო კონკრეტული და გავცე უფრო მკაფიო
ინსტრუქციები. ამ კუთხით გამომადგება კოლეგებთან თანამშრომლობა, აზრთა
გაცვლა,რჩევების მოსმენა და მიღება.
ჩემთვის ძალიან საინტერესო
და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის
ჩატარება. დაინტერესებული ვარ, როგორც ჩემი პროფესიული ზრდით, ასევე
მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებით.
ამიტომ სათანადოდ ვიზრუნებ
ამ მიმართულებით.
საბოლოო ჯამში გაკვეთილის მსვლელობას
მიზნებზე გასვლაში
ხელი არ
შეუშლია, მაგრამ
შემდგომში მაქსიმალურად ყურადღებით
და თანაბრად
მოვამზადებ საჭირო მასალას. გაკვეთილი იყო
მიზნებზე ორიენტირებული.
6.05.2019წ.
მასწავლებელი: როენა გოგოლაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий