ვაცნობიერებ რა პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და მორალურ განვითარებაზე, სასწავლო წლის დასაწყისიდანვე ვზრუნავ, კლასში შევქმნა თბილი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო-პირობები ეფექტური სწავლებისათვის. , ვცდილობ, მოსწავლეთა შორის ჩამოვაყალიბო პოზიტიური ურთიერთობები,ვასწავლო თანამშრომლობა,ხელი შევუწყო მათი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების გაბედულად გამოხატვას.
ვითვალისწინებ მათ
მოთხოვნებს, საჭიროებებსა და შესაძლებლობებს,როგორც სამოქმედო გეგმის შედგენისას, ასევე
კონკრეტული აქტივობებისა თუ სტრატეგიების შემუშავების დროსაც.
მოსწავლეებთან ურთიერთობისას ვიყენებ ურთიერთსწავლების
სტრატეგიებს, ხშირად მივმართავ აქტიური მოსმენის
სტრატეგიასაც. ამავდროულად ვმუშაობ კლასში მოსმენის ჩვევის ნაკლოვანების აღმოფხვრაზეც.
ვცდილობ მოსწავლე მივიღო ისეთი, როგორიც არის.
მივიღო მისი თავისებურებებიც. ვესაუბრები მათთვის საინტერესო თემებზე,გამოვხატავ ინტერესსა და გულწრფელ დამოკიდებულებას მათი გატაცების მიმართ.
( ვულოცავთ ერთმანეთს დღესასწაულებს, მივირთმევ სასადილოში მათთან ერთად,ვპატიჟებ სახლში,
ვსეირნობთ ერთად...)
მოსწავლეებს თავის
აღიარების ჩვევის ფორმირებისათვის ხშირად ვაკეთებინებ ჩანაწერებს ,,რა გააკეთეს კარგი“ ( იქნებ ყოველთვის მე ვერ შევამჩნიო.)
კლასსაათზე ხშირად
ვუკითხავ თეა ლობჟანიძის მოთხრობებს ფასეულობითი განათლების განვითარებისთვის,( ერთ-ერთი
ასეთი საათის შემდეგ ავაშენეთ ,,სიყვარულის სახლიც“).
ხშირად ვიყენებთ ჯგუფური
მუშაობის მეთოდს, სადაც თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
ვაცნობიერებ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის
დიდ მნიშვნელობას,
-სისტემატურად ვაწყობ მათთან შეხვედრებს და ვუზიარებ
მათ სრულ ინფორმაციას მოსწავლეთა მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ განმავითარებელი კომენტარებით;-ვრთავ მშობლებს სხვადასხვა
გადაწყვეტილების მიღების პროცესში.-ერთობლივად ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებსა და
ექსკურსიებს.
გამოვლენილი სუსტი მხარეები დაძლევის მიზნით,გავეცნობი
ვერბალური და არავერბალურიკომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიებს.გავიზიარებ კოლეგების
გამოცდილებას.
A1b
თანამედროვე განათლების წინაშე დგას ამოცანა
-ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ ჯგუფთა შორის მშვიდობიან თანაარსებობას და პოზიციურ
ინტერაქციას. უკანასკნელ პერიოდსი ეს მრავალფეროვნება მატულობს. სწორედ ეს არის ის
სასწავლო რესურსი, რომლის გამოყენებაც ჩვენ, პედაგოგებს გვიადვილებს ამ მიმართულებით
სასურველ შედეგზე გასვლას.
ჩემს კლასში მყავს სხვადასხვა ეროვნებისა და
რელიგიური შეხედულების მოსწავლეები. ქრისტიანები, მუსულმანები, იაღოველები და 50-იანელები.
სასწავლო წყლის დასაწყისში იყო პრეტენზიები მშობელთა მხრიდან. ასევე შიში იმის შესახებ,
რომ ერთი რელიგიის წარმომადგენელს არ მოეხვია მეორეზე საკუთარი რელიგია. წლის განმავლობაში
მიხდებოდა ინდივიდუალური მუშაობა მშობლებთან,
ბოლოს გადავწყვიტე ჩამეტარებინა კლასსაათი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,
სადაც მოვიწვიე მოსწავლეთა მშობლებიც. კლასსაათზე თითოეული რელიგიის წარმომადგენელს
საშუალება მივეცით ესაუბრა საკუთარი რელიგიის შესახებ. საკმაოდ შინაარსიანი კლასსაათი
გამოგვივიდა. ყველანი მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭირო და აუცილებელია ერთმანეთის
რელიგიისადმი პატივისცემა და არა თაყვანისცემა. მას შემდედ ვულოცავთ ერთმანეთს ქრისტიანულ
დღესასწაულებს, ვიცით რომ განსხვავებულობა არ გვიბიძგებს უარყოფისკენ, პირიქით. აღნიშნულ
თემასთან დაკავშირებით ხშირად ვიყენებთ ,,კომპასიტოს“ სახელმძღვანელოს, სადაც მოცემული
პრაქტიკული სავარჯიშოები და აქტივობები ემსახურება სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის მიმღებლობას
და ტორელანტობის გრძნობის ჩამოყალიბებას.ა ასევე კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასორებასა
და მოწესრიგებას. მოსწავლეებს ვასწავლი, როგორ შეიძლება გაითვალისწინოს ადამიანებმა
განსხვავებული შეხედულებები, დამოკიდებულებები და იდეები.
ვცდილობ, წარმოვადგინო თითოეული მოსწავლის
შესაძლებლობები და ჩემი ყურადღება თანაბრად გავუნაწილო ყველა მოსწავლებს. ვიყო ობიექტური.
ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ მოსწავლეებთან
ერთად ჩამოვაყალიბობო სასწავლო მიზნები. ვფიქრობ, გვჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება
და იმ სტრატეგიის შესწავლა და გაცნობა, რითაც შევძლებ მოსწავლეები ჩავრთო სასწავლო
მიზნების ჩამოყალიბებაში.
A2
წესს, მეტნაკლებად
სკოლაშიც გადმოაქვს ეს ჩვევა.
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე
ქცევის წესები, რომელიც გამოვაკარი კლასში თვალსაჩინო ადგილას. ასევე შევიმუშავეთ სანქციები
ქცევის წესების შეუსრულებლობის დროს, რომელსაც აკონტროლებენ კლასში მორიგე მოსწავლეები.
შემუშავებული გვაქვს ქცევის წესები სხვადასხვა აქტივობებისათვის, რომელშიც გაწერილია
მკაფიო ინსტრუქციები. გაკვეთილზე ვცდილობ გამოვიყენო სასურველი ქცევის განმტკიცების
სტრატეგიები. რთულ აქტივობებში ჩართვის მიზნით მოსწავლეებს ვაძლევ მკაფიო და ფორმურილებულ
ინსტრუქციებს, მითითებებს კონკრეტული დავალების შესრულების შესახებ.
ვახალისებ
მოსწავლეთა დამოუკიდებლობას, ვცდილობ ხელი შევუწყო მათი თვითშეფასების ამაღლებას, შემოქმედებითი
აზროვნების განვითარებას. მოსწავლეებმა
იციან რა ნივთები სჭირდებათ გაკვეთილზე, სად უნდა იდოს ჩანთა. საკლასო ოთახში შემოსვლისთანავე
მექანიკურად ალაგებენ ყველა ამ ნივთს მერხზე,
რადგან ეს უკვე ჩვევაში აქვთ გადაზრდილი.
ვამყარებ ურთიერთობას მშობელთან, წახალისების
მიზნით ვაწვდი ინფორმაციას შვილის სანიმუშო ქცევაზე. მნიშვნელოვანია წესების გათავისებაში
მათი დახმარება. ვთხოვ თანამშრომლობას, რადგან როცა ბავშვი სახლში იცავს
მიუხედავად დიდი ძალისხმევისა და ცდისა
, კლასში მყავს მოსწავლე, რომლის ქცევასაც ხშირად ვერ ვაკონტროლებ.არის სსმ საჭიროების
მქონე, განსაკუთრებით მათემატიკაში, არ აცლის ამხანაგებს გააზრებას, ყველა შეკითხვას
თვითონ სცემს პასუხს.ვფიქრობ, მჭირდება შესაბამისი ქცევის მოსწავლეებთან საჭირო სტრატებიების
დაუფლება.
A3
გაკვეთილზე
ვცდილობ გამოვიყენო რაც შეიძლება მეტი თვალსაჩინო მასალა, სურათი, ნივთი, სხვადასხვა
აუდიო-ვიდეო მასალა. რესურსი ეხმარება მოსწავლეს გაკვეთილის უკეთ გაგებაში. ხდება მოსწავლეთა
მეტი ჩართულობა, იზრდება მოტივაცია და შესაბამისად ხდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების
გაუმჯობესება. ვაანალიზებ რა სახელმძღვანელოში მოცემულ ყველა გაკვეთილს, ვსაზღვრავ,
რა სახის ინფორმაცია, მონაცემები გახდის გაკვეთილს უფრო საინტერესოსა და ეფექტიანს
და ვიწყებ რესურსების მოძიებას. ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს,შესაძლებლობებს
და იმას შერჩეული რესურსები გაზრდის თუ არა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას. სკოლაში
გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები (რუკები, პლაკატები,
მოდელები), ელექტრონულ რესურსები. ვქმნი და ვიყენებ ისეთ თვალსაჩინოებებს, რომლებიც
საჭიროა ახალი ცნებების, ობიექტებისა და პროცედურის შემოტანისას. ეს ხელს უწყობს საგანთა
შორის კავშირების წარმოჩენას, შემოქმედებითობასა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
მოსწავლე უფრო აქტიურია სწავლის პროცესში. გაკვეთილი უფრო გამდიდრებულია იმგვარი აქტივობებით,
რომლებიც მოითხოვს ურთიერთობასა და ერთობლივ მუშაობას წყვილებსა და მცირე ჯგუფებში.
ბუკში ჩატვირთული მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეთა ყოველმხრივ
განვითარებას. განსაკუთრებით კი პირველკლასელთა
სწავლებას. ბავშვები მეტად თვალსაჩინოდ ხედავენ ამა თუ იმ ასოს მოხაზულობას, ადგენენ
მარცვლებს, მარცვლებიდან სახალისო ფორმით გამოჰყავთ სიტყვები და წინადადებები. ხალისით
სწავლობენ მათემატიკას, ეცნობიან გარემოს, ხატავენ, აფერადებენ. ადრეულ ასაკშივე ეჩვევიან
ბეჭდვას და ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს.
მოსწავლეებს
ვავალებ მოიძიონ და თავად შექმნან რესურსები, ასე ისინი სწავლობენ, იზრდება მათი პასუხისმგებლობის
გრძნობა და მყარდება პარტნიორული ურთიერთობები
ჩვენს შორის. ტექსტს ვიყენებ, როგორც რესურსს,
ვაქცევ დაუსრულებელ ისტორიად და მოსწავლეებს ვთხოვ დაასრულონ იგი. ასევე მოსწავლეებს
ვთხოვ ტექსტის მიხედვით წარმოადგინონ ნახატები, ვმუშაობთ დიორამებზე.
ბუკი და კლასის
მართვის პროგრამა საშუალებას მაძლევს შევადგინო ტესტები, გადავუგზავნო შიდა ქსელში
ჩართულ მოსწავლეებს, მოვიღო მოსწავლის მიერ შესრულებული ტესტი და ავტომატურად, პროგრამის
მიერ ქულებით შეფასებული, უკან დავუბრუნო მოსწავლეებს. ტესტის მიზანი მოსწავლის სუსტი
და ძლიერი მხარეების გამოვლენაა, რაც მეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ უნდა წარიმართოს
სწავლება, რა უნდა შევცვალო და რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება.
პრობლემების
მოსაგვარებლად სასურველია სკოლაში მასწავლებელთა
მიერ შექმნილი სასწავლო რესურსებით სკოლის ბაზაზე
რესურსთა საცავის შექმნა, სადაც მოხდება არსებული რესურსების კლასიფიცირება
და საჭიროებისამებრ გამოყენება.
ვეთანხმები აზრს, რომ სწავლების პროცესში ინდივიდუალური
მიდგომა სრულიად აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის მაქსიმალურად რეალიზებისათვის,
ამას ვერ ვახერხებ. ვიცი რომ დავალების დიფერენცირება და ბავშვთა შესაძლებლობებზე მათი
მორგება თითოეულ მათგანს წარმატებს განცდის შანსს მისცემს და გაუძლიერებს მათ საკუთარი
ძალების რწმენას.
ვფიქრობ,
მჭირდება ამ მიმართულებით განვითარება..ვითანაშრომლებ კოლეგებთან გამოცდილებების გაზიარების
მიზნით.
B1
სასწავლო
წლის დაწყებამდე ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების, მოსწავლეთა საჭიროებების
, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ვგეგმავ სასწავლო პროცესს. ასევე ვითვალისწინებ სკოლის პრიორიტეტს.
თანამედროვე
განათლების სისტემის მიზანია გავზარდოთ საზოგადოებისათვის ღირსეული მოქალაქე, რომლიც შეძლებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,
რასაც ხელს შეუწყობს თანამედროვე მეთოდებით სწავლება და ინფორმაციულ -ტექნოლოგიების
გამოყენება. რასაც დაგეგმვისას ასევე ვითვალისწინებ.
გაკვეთილის
დაგეგმვისას ვითვალისწინებ გაკვეთილის შემადგენელ სამ ძირითად კომპონენტს-მიზანს, საშუალებებს
და შედეგს. მოსწავლეებს ვუბიძგებ გაკვეთილის მსვლელობიდან გამომდინარე თავად განსაზღვრონ
გაკვეთილის მიზანი. დასამუშავებელ თემასთან დაკავშირებით ვითვალისწინებ მათ წინარე
ცოდნას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. დროდადრო ვუბრუნდები თემატურ გეგმას, ვამოწმებ
თუ რომელმა მეთოდმა გაამართლა, რომელ თემას დასჭირდა წინასწარ განსაზღვრულზე მეტი დრო.
ასევე ვაკონტროლებ, მიაღწიეს თუ არა მოსწავლეებმა ესგ-ით განსაზღვრულ შედეგს. გაკვეთილის თემიდან გამომდინარე ვგეგმავ გასვლით
გაკვეთილებს სკოლის გარეთ.
პრობლემების
მოსაგვარებლად კარგი იქნება ერთობლივი გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და ურთიერთდასწრება.
სამომავლოდ სასურველია მეტი თანამშრომლობა კოლეგებთან აზრთა გაზიარებისათვის და ინტეგრირებული
გაკვეთილების ხშირად დაგეგმვა-ჩატარება.
B2
სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხდება სწავლისა და სწავლების
ეფექტური სტრატეგიების დანერგვით, ეროვნული
სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი მიზანია. რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსიური აზროვნების განვითარებას.
აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს,
რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი აქტიურობა სასწავლო პროცესში იზრდება.
დ. პერკინსის ეფექტური სწავლების
პრინციპების ცოდნა და სწავლა-სწავლების პროცესში მათი გათვალისწინება გვეხმარება მოსწავლეებში
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.
სასწავლო პროცესში, ვცდილობ გამოვიყენო სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები. მოსწავლეებს
ვუსვამ წინასწარ მოფიქრებულ და აზროვნების სხვადასხვა დონის განვითარებისკენ მიმართულ
შეკითხვებს. საგანგებო ყურადღებას ვამახვილებინებ რთულ, პრობლემურ საკითხებზე, მასალის
სირთულიდან გამომდინარე ვსვამ მიმანიშნებელ კითხვებს და ვცდილობ ვასწავლო როგორ გამოიყენონ
მიღებული ცოდნა. კონკრეტული მაგალითებით ვუჩვენებ მოსწავლეებს თუ როგორ ახერხებენ ადამიანები
ცოდნის ერთი სიტუაციიდან მეორეში გადატანას. როცა მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ რა
სიტუაციაში შეიძლება გამოიყენონ საკუთარი ცოდნა, იზრდება მათი მოტივაცია.
დაწყებით
საფეხურზე განსაკუთრებით საინტერესო და მისაღებია კეთებით სწავლება, სადაც ბავშვი უშუალოდ
ჩართულია პრაქტიკულ საქმიანობაში. პირველკლასელებს ვაძერწვინებ ასოებს, ციფრებს, რაც
ხელს უწყობს წვრილი მოტორული უნარების განვითარებას.
მოსწავლეთა აქტივობისა და დამოუკიდებლობის
ზრდისათვის ვიყენებ სააზროვნო სქემებსა და კოგნიტურ დიაგრამებს. ისინი მოსწავლეებს
ეხმარება გაკვეთილზე მიწოდებული ინფორმაციის აღქმაში. აქტიურად ვიყენებ გონებრივი იერიშის
სქემას , ვენის დიაგრამას, სიტყვების რუკას. შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად
ვიყენებ ასოციაციურ სტრატეგიებს. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავისუფალად გამოთქვან
საკუთარი აზრები, ერთმანეთს დაუკავშირონ იდეები და აირჩიონ მათ შორის ყველაზე ღირებული.
ყურადღების კონცენტრაციისათვის ვიყენებ სტრატეგიას „ვიცი/მინდა ვიცოდე/გავიგე“. დიდი
მოწონებით სარგებლობს მოსწავლეებში და ენთუზიაზმით ავსებს მათ როლური თამაშები, რაც
უწყობს საკითხის ღრმა წვდომას, მის ემოციურ დონეზე გათავისებას, საკითხის არა მოკლე,
არამედ ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას. როლური თამაშის შემდეგ ვაფასებ მათ შემოქმედებას,
ავღნიშნავ სუსტ და ძლიერ მხარეებს. ნასწავლ
მასალას უაღრესად სახალისო და ინტელექტუალურად
დატვირთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევს პროექტით სწავლება. ამძაფრებს დამოუკიდებლობის
განცდას და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს. კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად ვცდილობ
არ მოვახვიო საკუთარი შეხედულებები მოსწავლეებს, ვახალისებ მათ დამოუკიდებლობას. ამისთვის
კი ვიყენებ პროექტით სწავლებას, დისკუსიას. ყოველთვის ვცდილობ გავუქარწყლო მოსწავლეებს
შეცდომის დაშვების შიში, რათა თავისუფლად გამოთქვან საკუთარი აზრი, არ ვზღუდავ დროში,
როცა საქმიანობის ახალ ფორმას ვთვაზობ. ვთხოვ გამოთქვან ვარაუდები, პრობლემის გადასაჭრელად
წარმოადგინონ რამდენიმე შესაძლო გზა, ვთხოვ პრობლემის გადაჭრის შეთავაზებული გზის გაუმჯობესებას
ან შეცვლას. მაგ; როგორ დაასრულებდი ამბავს? ან როგორ გააგრძელებდი მოთხრობას? მოსწავლეებს
ვაძლევ საშუალებას თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი, იმსჯელონ, გაანალიზონ და შეაფასონ
განსხვავებული მოსაზრებები. ვცდილობ მათ თავს არ მოვახვიო საკუთარი აზრი. ვარ აქტიური
მსმენელი, წახალისებით ხელს ვუწყობ მოსწავლეებში თვითშეფასების ამაღლებას. ისინი შედარებით ძნელად, მაგრამ მაინც ეჩვევიან საკუთარი შეცდომების აღიარებას.
თითოეულ მოსწავლეს რომ მიეცეს წარმატების განცდის
შანსი, გაუძლიერდეს საკუთარი ძალების რწმენა და დადებითი განწყობა ყველაფერი იმის მიმართ,
რასაც საგაკვეთილო პროცესში ვთავაზობთ, აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა. ამისათვის
კი კარგი იქნება შეკითხვების, დავალებების
დიფერენცირება და თითოეული ბავშვის შესაძლებლობებზე მათი მორგება. შევიმუშავებ გეგმას
და მეთოდს, რომელიც ყველა ბავშვთან მუშაობს.
B3
სასწავლო წლის დასაწყისში, ვცდილობ
შევუქმნა ოჯახური და ესთეტიკური გარემო, ვიყო ზომიერად ალერსიანი, რათა ისინი ხალისით
მოდიოდნენ სკოლაში. მაქსიმალურად ვცდილობ გავუღვიძო მათ ცნობისმოყვარეობა,
გამოვუმუშაო თვითრწმენა, მივუდგე ინდივიდუალურად და მივცე მათთვის დასაძლევი დავალებები. ბავშვს სჭირდება მოტივაცია რათა იმ ასაკში, როცა მისი ინტელექტის კოეფიციენტი ყალიბდება, როცა ბევრი რამის სწავლა შეუძლია და როცა დრო აქვს ცხოვრებისთვის მოემზადოს გამოიყენოს
ეს
შესაძლებლობები
ეფექტურად. ამიტომაც დადებითად ვაფასებ მოსწავლის არა მარტო წარმატებას,
არამედ მცდელობასაც კი. ვცდილობ ავუხსნა, რომ ყოველთვის იდეალურად ვერ იქნება ყველაფერი
და წარუმატებლობასაც ღირსეულად უნდა შეხვდეს. მოსწავლე მოტივირებულია, როცა ხედავს
საკუთარ პროგრესს. ვამხნევებ, როცა უჭირს და ვახალისებ, რათა აჩვენოს თავისი მაქსიმუმი.
ეს ზრდის მათ მოტივაციას და თვითშეფასებას.
ცნობისმოყვარეობასა და მოტივაციას ზრდის საგაკვეთილო
პროცესში აუდიოვიზუალური რესურსების გამოყენება. ვაკეთებ გაკვეთილის შესაბამის სლაიდ-შოუს
და მოსწავლეებს ვუზიარებ ბუკებში. ისინიც ყოველ
გაკვეთილზე ხალისით და ინტერესით ელოდებიან
ამ რესურსების გამოყენებას. ვაანალიზებ რა გაკვეთილის გეგმას, ვსაზღვრავ, რა
სახის ინფორმაცია, მონაცემები გახდის გაკვეთილს უფრო საინტერესოსა და ეფექტიან, ვუბრუნდები
მიზანს და ვიწყებ აქტივობების დაგეგმვასა და რესურსების მოძიებას. განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, როცა პატარა ბარათებზე ან დაფაზე დაწერილ კითხვებს წარვუდგენ და ვთხოვ, რომ მოიძიონ ტექსტში ის ადგილები,
სადაც აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების ამოკითხვა შეიძლება. ასევე
ძალიან მოსწონთ როლური და იმიტაციური თამაშები, დიორამები. ერთმანეთს ვუხამებ სასწავლო
საქმიანობასა და გართობას. ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს, შერჩეული აქტივობები,
სტრატეგიები და რესურსები გაზრდის თუ არა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას და გახდება
თუ არა ის უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი მათთვის.
მოტივაციის ასამაღლებლად ვატარებ სხვადასხვა ტიპის
გასართობ ღონისძიებებს, დავდივართ თოჯინების თეატრში. ვახდენთ შეხვედრებს შინაურ გარემოში,სადაც ისინი უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, მივდივართ
ჯგუფურად
გასართობ
ცენტრებში
დაბადების
დღეებზე, ვაწყობთ ექსკურსიებს.
მოტივაციის ამაღლების მიზნით, კარგი იქნება
უფრო მეტი ჯგუფური მეცადინეობების დაგეგმვა, რადგან მოსწავლეებს ძალიან ახალისებთ ჯგუფებში
მეცადინეობა და ასეთი სწავლებისგან მეტ სიამოვნებას იღებენ. როლების სწორი განაწილებით
კი შესაძლებელია აქტიურ პროცესში ნაკლებად
მოტივირებული მოსწავლეების ჩართვაც. კარგი იქნება პროექტებით სწავლება. შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა, მოტივაციის ასამაღლებელი
სტრატეგიების დაუფლება.კოლეგების გამოცდილების გაზიარება.
C 1
ვცდილობ,
სისტემატიურად გავუწიო მონიტორინგი მოსწავლეთა სწავლას და საჭიროებების შემთხვევაში
მივაწოდო უკუკავშირი, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი. ვცდილობ კრიტერიუმებზე დაყრდნობით
გავაკეთო კომენტარი, რაც ბავშვს თვალნათლივ დაანახებს, რა არის მისი ძლიერი მხარე და
რომელი უნარის განსავითრებლად, როგორ უნდა იმუშაოს.
მოსწავლეთა
ცოდნისა და მათი უნარ-ჩვევების შესაფასებლად ვიყენებ ტესტირებას, თვითშეფასებას, თანატოლის
შეფასებას, დაკვირვებას და კომენტარს. გაკვეთილის მსვლელობისას სისტემატურად ვეხმაურები
მოსწავლის პასუხს. ვაკეთებ განმავითარებელ
კომენტარს,უკუკავშირის მიცემის დროს პირველ რიგში ავღნიშნავ, თუ რა აქვს მოსწავლეს კარგად შესრულებული. შეცდომების
არსებობის შემთხვევაში ვაწოდებ კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ რა გზებით უნდა გაუმჯობესდეს
შედეგი. მიწოდებული უკუკავშირი მოსწავლეს ეხმარება საკუთარი მიღწევების გამო განიცადოს
კმაყოფილების გრძნობა, აიმაღლოს თვითშეფაბა. გააცნობიეროს არსებული სისუსტეები და რეკომენდაციების
საფუძველზე შეიტანოს ცვლილებები სწავლის პროცესში.
სასწავლო
წლის ბოლოს ვწერ შემაჯამებელ წერილობით შეფასებას, რომელშიც ვრცლად ვახასიათებ მოსწავლეს,
ავღნიშნავ მის წარმატებას და ვაძლევ რეკომენდაციებს, რაც დაეხმარება მას საკუთარი შესაძლებლობების
უკეთ გამოვლენასა და მიზნის მიღწევაში.
შეფასების ეფექტიანად
გამოსაყენების მიზნით კათედრის წევრებთან ერთად შევიმუშავებ შეფასების რუბრიკებს სხვადასხვა
უნარისა თუ სასწავლო საქმიანობის შესაფასებლად. კარგი იქნება თუ ამ თემაზე ჩაგვიტარდება
ტრენინგები.
ვაანალიზებ
რა გაკვეთილის გეგმას, ვსაზღვრავ, რა სახის ინფორმაცია, მონაცემები გახდის გაკვეთილს
უფრო საინტერესოსა და ეფექტიან, ვუბრუნდები მიზანს და ახლიდან ვიწყებ აქტივობებზე ფიქრს
და რესურსების მოძიებას. ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს, შერჩეული აქტივობები
და რესურსები გაზრდის თუ არა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას და გახდება თუ არა ის
უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი მათთვის. ვეძებ მრავალფეროვან ინფორმაციას
თემასთან დაკავშირებით და მოსწავლეებსაც ვავალებ მოიძიონ ესა თუ ის ინფორმაცია კონკრეტულ
საკითხთან დაკავშირებით და ვუთითებ შესაბამის წყაროს.
ტერმინოლოგიის
გაცნობის შემდეგ ამ სიტყვებს ხშირად ვახსენებ და ვიყენებ ტესტურ დავალებებში. ქართულ ენაში გაუგებარი სიტყვების განმტკიცებისათვის ვავალებ ამ სიტყვების გამოყენებით ახალი წინადადებების
შედგენას.
სოციალურ
ქსელში გაერთიანებული ვარ დაწყებით კლასების პედაგოგთა სხვადასხვა ჯგუფებში, სადაც
ხდება აზრთა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება. ეს ჯგუფები ძალიან მეხმარება პრობლემების
გადაწყვეტასა და მოგვარებაში.
პრობლემების
მოსაგვარებლად კარგი იქნება ერთობლივი გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და ურთიერთდასწრება.
სამომავლოდ სასურველია მეტი თანამშრომლობა კოლეგებთან აზრთა გაზიარებისათვის და ინტეგრირებული
გაკვეთილების ხშირად დაგეგმვა-ჩატარება.
B2
ვცდილობ
გამოვიყენო სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები. მოსწავლეებს ვუსვამ წინასწარ მოფიქრებულ
და აზროვნების სხვადასხვა დონის განვითარებისკენ მიმართულ შეკითხვებს. საგანგებო ყურადღებას
ვამახვილებინებ რთულ, პრობლემურ საკითხებზე, მასალის სირთულიდან გამომდინარე ვსვამ
მიმანიშნებელ კითხვებს და ვცდილობ ვასწავლო როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა. კონკრეტული
მაგალითებით ვუჩვენებ მოსწავლეებს თუ როგორ ახერხებენ ადამიანები ცოდნის ერთი სიტუაციიდან
მეორეში გადატანას. როცა მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ რა სიტუაციაში შეიძლება გამოიყენონ
საკუთარი ცოდნა, იზრდება მათი მოტივაცია.
დაწყებით
საფეხურზე განსაკუთრებით საინტერესო და მისაღებია კეთებით სწავლება, სადაც ბავშვი უშუალოდ
ჩართულია პრაქტიკულ საქმიანობაში. პირველკლასელებს ვაძერწვინებ ასოებს, ციფრებს, რაც
ხელს უწყობს წვრილი მოტორული უნარების განვითარებას.
მოსწავლეთა აქტივობისა და დამოუკიდებლობის
ზრდისათვის ვიყენებ სააზროვნო სქემებსა და კოგნიტურ დიაგრამებს. ისინი მოსწავლეებს
ეხმარება გაკვეთილზე მიწოდებული ინფორმაციის აღქმაში. აქტიურად ვიყენებ გონებრივი იერიშის
სქემას , ვენის დიაგრამას, სიტყვების რუკას. შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად
ვიყენებ ასოციაციურ სტრატეგიებს. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავისუფალად გამოთქვან
საკუთარი აზრები, ერთმანეთს დაუკავშირონ იდეები და აირჩიონ მათ შორის ყველაზე ღირებული.
ყურადღების კონცენტრაციისათვის ვიყენებ სტრატეგიას „ვიცი/მინდა ვიცოდე/გავიგე“. დიდი
მოწონებით სარგებლობს მოსწავლეებში და ენთუზიაზმით ავსებს მათ როლური თამაშები, რაც
უწყობს საკითხის ღრმა წვდომას, მის ემოციურ დონეზე გათავისებას, საკითხის არა მოკლე,
არამედ ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას. როლური თამაშის შემდეგ ვაფასებ მათ შემოქმედებას,
ავღნიშნავ სუსტ და ძლიერ მხარეებს. ნასწავლ
მასალას უაღრესად სახალისო და ინტელექტუალურად
დატვირთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევს პროექტით სწავლება. ამძაფრებს დამოუკიდებლობის
განცდას და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს. კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად ვცდილობ
არ მოვახვიო საკუთარი შეხედულებები მოსწავლეებს, ვახალისებ მათ დამოუკიდებლობას. ამისთვის
კი ვიყენებ პროექტით სწავლებას, დისკუსიას. ყოველთვის ვცდილობ გავუქარწყლო მოსწავლეებს
შეცდომის დაშვების შიში, რათა თავისუფლად გამოთქვან საკუთარი აზრი, არ ვზღუდავ დროში,
როცა საქმიანობის ახალ ფორმას ვთვაზობ. ვთხოვ გამოთქვან ვარაუდები, პრობლემის გადასაჭრელად
წარმოადგინონ რამდენიმე შესაძლო გზა, ვთხოვ პრობლემის გადაჭრის შეთავაზებული გზის გაუმჯობესებას
ან შეცვლას. მაგ; როგორ დაასრულებდი ამბავს? ან როგორ გააგრძელებდი მოთხრობას? მოსწავლეებს
ვაძლევ საშუალებას თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი, იმსჯელონ, გაანალიზონ და შეაფასონ
განსხვავებული მოსაზრებები. ვცდილობ მათ თავს არ მოვახვიო საკუთარი აზრი. ვარ აქტიური
მსმენელი, წახალისებით ხელს ვუწყობ მოსწავლეებში თვითშეფასების ამაღლებას. ისინი შედარებით ძნელად, მაგრამ მაინც ეჩვევიან საკუთარი შეცდომების აღიარებას.
----თითოეულ
მოსწავლეს რომ მიეცეს წარმატების განცდის შანსი, გაუძლიერდეს საკუთარი ძალების რწმენა
და დადებითი განწყობა ყველაფერი იმის მიმართ, რასაც საგაკვეთილო პროცესში ვთავაზობთ,
აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა. ამისათვის კი კარგი იქნება შეკითხვების, დავალებების დიფერენცირება და თითოეული
ბავშვის შესაძლებლობებზე მათი მორგება. შევიმუშავებ გეგმას და მეთოდს, რომელიც ყველა
ბავშვთან მუშაობს. ვიმუშავებ ჯგუფებში.
B3
სასწავლო წლის დასაწყისში, როცა პირველკლასელებს ვღებულობ, ვცდილობ შევუქმნა
ოჯახური გარემო, ვიყო ზომიერად ალერსიანი, რათა ისინი ხალისით მოდიოდნენ სკოლაში.
მაქსიმალურად ვცდილობ გავუღვიძო მათ ცნობისმოყვარეობა, გამოვუმუშაო თვითრწმენა, მივუდგე
ინდივიდუალურად და მივცე მათთვის დასაძლევი დავალებები. ბავშვს სჭირდება მოტივაცია რათა იმ ასაკში, როცა მისი ინტელექტის კოეფიციენტი ყალიბდება, როცა ბევრი რამის სწავლა შეუძლია და როცა დრო აქვს ცხოვრებისთვის მოემზადოს გამოიყენოს
ეს
შესაძლებლობები
ეფექტურად. ამიტომაც დადებითად ვაფასებ მოსწავლის არა მარტო წარმატებას,
არამედ მცდელობასაც კი. ვცდილობ ავუხსნა, რომ ყოველთვის იდეალურად ვერ იქნება ყველაფერი
და წარუმატებლობასაც ღირსეულად უნდა შეხვდეს. მოსწავლე მოტივირებულია, როცა ხედავს
საკუთარ პროგრესს. ვამხნევებ, როცა უჭირს და ვახალისებ, რათა აჩვენოს თავისი მაქსიმუმი.
ეს ზრდის მათ მოტივაციას და თვითშეფასებას.
ცნობისმოყვარეობასა და მოტივაციას ზრდის საგაკვეთილო
პროცესში აუდიოვიზუალური რესურსების გამოყენება. ვაკეთებ გაკვეთილის შესაბამის სლაიდ-შოუს
და მოსწავლეებს ვუზიარებ ბუკებში. ისინიც ყოველ
გაკვეთილზე ხალისით და ინტერესით ელოდებიან
ამ რესურსების გამოყენებას. ვაანალიზებ რა გაკვეთილის გეგმას, ვსაზღვრავ, რა
სახის ინფორმაცია, მონაცემები გახდის გაკვეთილს უფრო საინტერესოსა და ეფექტიან, ვუბრუნდები
მიზანს და ახლიდან ვიწყებ აქტივობებზე ფიქრს და რესურსების მოძიებას. განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, როცა პატარა ბარათებზე ან დაფაზე დაწერილ კითხვებს წარვუდგენ და ვთხოვ, რომ მოიძიონ ტექსტში ის ადგილები,
სადაც აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების ამოკითხვა შეიძლება. ასევე
ძალიან მოსწონთ როლური და იმიტაციური თამაშები, დიორამები. ერთმანეთს ვუხამებ სასწავლო
საქმიანობასა და გართობას. ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს, შერჩეული აქტივობები,
სტრატეგიები და რესურსები გაზრდის თუ არა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას და გახდება
თუ არა ის უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი მათთვის. ასევე ძალიან ახარებთ
ბუნებაში ჩატარებული გაკვეთილები.
მოსწავლეებმა თავი რომ დაცულად და უსაფრთხოდ
იგრძნონ, საგაკვეთილო პროცესში ვქმნი მეგობრულ გარემოს. პატარებმა იციან, რომ მათი
მოქმედება, გამოთქმული აზრი, მცდარიც რომ იყოს, დაცინვის საგანი არ გახდება. ვცდილობ
ვიყო თანმიმდევრული და მოსწავლეც გრძნობდეს ამას, არ წავუყენოო მათ ასაკისთვის შეუფერებელი
მაღალი მოთხოვნები, რასაც შეიძლება სწავლაზე გულის აცრუებაც კი მოყვეს.
მოტივაციის ასამაღლებლად ვატარებ სხვადასხვა ტიპის
გასართობ ღონისძიებებს, დავდივართ თოჯინების თეატრში. ვახდენთ შეხვედრებს შინაურ გარემოში,სადაც ისინი უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, მივდივართ
ჯგუფურად
გასართობ
ცენტრებში
დაბადების
დღეებზე, ვაწყობთ ექსკურსიებს.
მოტივაციის უფრო ასამაღლებლად კარგი იქნება
უფრო მეტი ჯგუფური მეცადინეობების დაგეგმვა, რადგან მოსწავლეებს ძალიან ახალისებთ ჯგუფებში
მეცადინეობა და ასეთი სწავლებისგან მეტ სიამოვნებას იღებენ. როლების სწორი განაწილებით
კი შესაძლებელია აქტიურ პროცესში ნაკლებად
მოტივირებული მოსწავლეების ჩართვაც. კარგი იქნება პროექტებით სწავლება.
C 1
სისტემატურად
ვუწევ მონიტორინგს მოსწავლეთა სწავლას და საჭიროებების შემთხვევაში ვაწვდი უკუკავშირს,
როგორც წერილობითს, ისე ზეპირს. ვცდილობ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გავაკეთო კომენტარი,
რაც ბავშვს თვალნათლივ დაანახებს, რა არის მისი ძლიერი მხარე და რომელი უნარის განსავითრებლად
უნდა იმუშაოს.
მოსწავლეთა
ცოდნისა და მათი უნარ-ჩვევების შესაფასებლად ვიყენებ ტესტირებას, თვითშეფასებას, თანატოლის
შეფასებას, დაკვირვებას და კომენტარს. გაკვეთილის მსვლელობისას სისტემატურად ვეხმაურები
მოსწავლის პასუხს. კომენტარს ვაკეთებ ზომიერად და ტაქტით. უკუკავშირის მიცემის დროს
პირველ რიგში ავღნიშნავ, თუ რა აქვს მოსწავლეს
კარგად შესრულებული. შეცდომების არსებობის შემთხვევაში ვაწოდებ კონკრეტულ რეკომენდაციებს,
თუ რა გზებით უნდა გაუმჯობესდეს შედეგი. მიწოდებული უკუკავშიერი მოსწავლეს ეხმარება
საკუთარი მიღწევების გამო განიცადოს კმაყოფილების გრძნობა, გააცნობიეროს არსებული სისუსტეები
და რეკომენდაციების საფუძველზე შეიტანოს ცვლილებები სწავლის პროცესში.
სასწავლო
წლის ბოლოს ვწერ შემაჯამებელ წერილობით შეფასებას, რომელშიც ვრცლად ვახასიათებ მოსწავლეს,
ავღნიშნავ მის წარმატებას და ვაძლევ რეკომენდაციებს, რაც დაეხმარება მას საკუთარი შესაძლებლობების
უკეთ გამოვლენასა და მიზნის მიღწევაში.
შეფასების ეფექტიანად გამოსაყენებლად კათედრის
წევრებთან ერთად შევიმუშავებ შეფასების რუბრიკებს სხვადასხვა უნარისა თუ სასწავლო საქმიანობის
შესაფასებლად. კარგი იქნება თუ ამ თემაზე ჩაგვიტარდება ტრენინგები.
Комментариев нет:
Отправить комментарий