გაკვეთილის
გეგმა
·
მასწავლებლის სახელი, გვარი: როენა
გოგოლაძე
·
პირადი ნომერი:
·
საგანი: მათემატიკა
·
სწავლების საფეხური /კლასი: დაწყებითი საფეხური, II დ
·
მოსწავლეთა რაოდენობა: 27 (სსმ. მოსწავლე არ არის)
·
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 40წთ.
·
გაკვეთილის თემა: შეკრება-გამოკლება. ტოლობის უცნობი წევრი
·
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს
იპოვოს რიცხვითი ტოლობის უცნობი წევრები.
შეძლოს შესაბამისი რიცხვითი ტოლობის შედგენა და შემდეგ
მისი ამოხსნა მარტივი ამოცანების შემთხვევაში.
·
ესგ შედეგი და ინდიკატორი: მათ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია
რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
- ამოცანის პირობის
მიხედვით განსაზღვრავს,
თუ რა
არის მოცემული
და რა
არის საძებნი;
- ირჩევს
შესაბამის მოქმედებას,
მისი შესრულების
ხერხს ან
მოდელს მარტივი
ამოცანის ამოსახსნელად
(მაგალითად, შეკრება, გამოკლება, გაორმაგება, ან განახევრება; ერთეულის ბიჯით წინ ან უკუთვლა; საგანთა გროვა ან რიცხვითი კიბე);
- იყენებს
1-ის ტოლი
ბიჯით თვლას
და პოულობს
მეორე შესაკრებს,
თუ ცნობილია
პირველი შესაკრები
და ჯამი;
იყენებს ერთეულის
ბიჯით უკუთვლას
უცნობი მაკლების
პოვნისთვის, მოცემული
საკლებითა და
სხვაობით და
ახდენს გამოყენებული
ხერხის დემონსტრირებას (მაგალითად, 9 - ? = 6, რიცხვით კიბეზე ითვლის 9-დან უკან 6-მდე და ახდენს ნაბიჯების რაოდენობის, როგორც მაკლების ინტერპრეტაციას; ახდენს იგივე პროცედურის დემონსტრირებას რიცხვით კიბეზე);
- განასხვავებს, ასახელებს
და რეალურ/გათამაშებულ
ვითარებაში იყენებს
ეროვნული ფულის
ნიშნებს (მონეტები
და ბანკნოტები
100-ის ფარგლებში).
მათ. II. 7. მოსწავლეს
შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნნისას.
·
ამოწმებს, არის თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული
ტოლობის (მაგალითად, ...+7=10) უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა;
·
შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების
ერთი მოქმედების შემცველ, ეკვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის,
რომელიც ერთსა იმავე თანხას შეადგენს);
·
იყენებს შეკრების კომუტაციურობისა (გადანაცვლებადობის) და ასოციაციურობის (ჯუფთებადობის) თვისებებს
რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოსათვლელად.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა;
აქტივობების ჩამონათვალის გაცნობა;
ქცევის წესების შეხსენება;
შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
აღნიშნული საკითხები ხელს უწყობს მოსწავლეებში შეიქმნას პოზიტიური განწყობა
|
ვერბალური ახსნა;
დემონსტრირება
|
მთელი კლასი
|
ფლიფჩართზე ჩამოწერილია გაკვეთილის თემა, მიზანი და აქტივობები რომელიც გაკრულია თვალსაჩინოდ, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები ეცნობიან რას შეისწავლიან და როგორ;
კედელზე გაკრული ქცევის წესებით გაიხსენებენ კლასში მოქცევის წესებს;
ფლიფჩართზე დაწერილი შეფასების რუბრიკები მისცემთ საშუალებას, იცოდნენ, რის მიხედვით შეაფასებთ მასწავლებელი;
ეს ყველაფერი ხელს უწყობს გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.
|
3 წთ
|
2.
|
საშინაო დავალების შემოწმება.
აქტივობის მიზანი: წინა გაკვეთილზე
შეძენილი ცოდნის განმტკიცება
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი
გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით გამოიკითხავს საშინაო დავალებას. შეცდომის შემთხვევაში მოსწავლეები
მასწავლებლის დახმარებით აღმოფხვრიან შეცდომას.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს
სიტყვიერი კომენტარით .
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი;
|
მოსწავლის
რვეული, დაფა, ცარცი.
სახელმძღვანეო.
აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას დარწმუნდნენ დავალების სისწორეში.
|
5 წთ.
|
3.
|
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი: მასწავლებელი განსაზღვრავს მოსწავლეების მზადყოფნას
ახალი მასალის ასათვისებლად. მოსწავლეები გაიხსენებენ განვლილ მასალას. მასწავლებელი
ატარებს 4-5 წუთიან მათემატიკურ აქტივობას:
,,ტყუილი“
თუ ,,მართალი“
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს მათემატიკურ წესს, მოსწავლემ უნდა ასწიოს ბარათი წარწერით ,,ტყუილი“ თუკი მცდარია მოსმენილი წინადადება ან ბარათი
,,მართალი“თუკი მართებულად მიაჩნია წინადადება.
(მოსწავლეებმა წინასწარ იციან ეს წესები. )
მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს
განმავითარებელი კომენტარებით.
|
გონებრივი
იერიში
კითხვა-პასუხი
დემონსტრირება, ჩართულობა.
|
მთელი კლასი
|
საჩვენებელი ბარათები წარწერით: ,,ტყუილი“ , ,,მართალი“
აღნიშნული რესურსები მოსწავლეებს აძლევს საშუალებას
გაიაზრონ წესები გამოიტანონ დასკვნები.
|
5 წთ.
|
4.
|
ახალი მასალის წარდგენა.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და თამაშის ელემენტების ჩართვა სასწავლო პროცესში, რადგან უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ სწავლა მიმდინარეობდეს თამაშის ელემენტებით.
მასწავლებელი
ცოდნის განმტკიცებისა და ახალი გაკვეთილის ახსნის მიზნით განუმარტავს მოსწავლეებს თამაშის ,,მზე“ და
,,მთვარე“ ინსტრუქციას.
აქტივობის ღწერა:
მასწავლებელი ამბობს
სიტყვას ,,მთვარე“, მოსწავლეები თვალებს
დახუჭავენ; (წარმოადგენენ ძილის იმიტაციას) დაფაზე მასწავლებელი წერს მაგალითს
და რომელიმე კომპონენტს დამალავს
მაგნიტით. მასწავლებელი მაგალითის დაწერის დასრულებისთანავე ამბობს:
,,მზე“, ბავშვები თავლებს ახელენ (ანუ იღვიძებენ). შემდეგ გამოდის რომელიმე
მოსწავლე პოულობს უცნობ კომპონენტს, იხსენებს წესს და იყვანს მაგალითს.
მასწავლებელი შეაფასებს
მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარებით
|
პრაქტიკული
თამაში ,,მზე“ და ,,მთვარე“
|
მთელი კლასი
|
მოსწავლის
რვეული, დაფა, ცარცი,
მაგნიტი.
ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენება მოსწავლეებს უქმნის განწყობას უფრო ხალისით მოეკიდონ ახალ გაკვეთილს.
|
10 წთ.
|
5.
|
ჯგუფური მუშაობა.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა უნდა შეძლებენ გაკვეთილზე
შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება სხვადასხვა შინაარსობრივ ამოცანის ამოხსნის მაგალითზე.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი 5-6 მოსწავლეს ჯგუფებში აძლევს
სხვადასხვა მზაობის დავალებებს.
ჯგუფებმა უნდა შეძლონ მოცემული დავალების
შესრულება და შემდეგ პრეზენტაცია.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას. დანართი
1.
|
ჯგუფური
|
მთელი კლასი
|
ბარათები
ჯგუფისთვის;
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა;
აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეეებმა შეძლონ
ახალი მასალის პრაქტიკულად გამოყენება, გამოიტანონ დასკვნები.
|
5 წთ.
|
6.
|
ცოდნის გამტკიცება.
აქტივობის მიზანი: განიმტკიცონ შესწავლილი მასალა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
ხაზავს დაფაზე სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს და მოსწავლეებს ავალებს გადაიტანონ
ფიგურები თავიანთ კომპიუტერში, იპივონ უცნობი წევრი, დაასრულონ მიმდევრობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
|
ინდივიდუალური
|
დაფა, ცარცი, მოსწავლის კომპიუტერი.
აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეეებმა შეძლონ
შესწავლილი მასალის პრაქტიკულად გამოყენება და გადაიტანა საკუთარ კომპიუტერებში.
|
5 წთ.
|
|
7.
|
გაკვეთილის შეჯამება-შეფასება.
აქტივობის მიზანი: მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად შეაჯამოს, რა
ისწავლეს, როგორ გაართვეს თავი, რა გაუჭირდათ და რატომ? აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი დასვამს
შეკითხვებს: რა მოეწონათ, რა ისწავლეს, როგორ გაართვეს თავი, რა გაუჭირდათ და
რატომ? და
ამის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების რუბრიკას.
|
კითხვა-პასუხი
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
ფლიფჩართზე ჩამოწერილი შეფასების რუბრიკები. აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გაიგონ როგორ შეძლეს გაკვეთილის მიზნის მიღწევა
|
5 წთ.
|
8.
|
საშინაო დავალება
მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას მათემატიკის მოსწავლის რვეულიდან გვ.70-71.
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
მოსწავლის რვეული ნაწილი II
აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებმა გამოიყენონ
ნასწავლი გაკვეთილი.
|
2 წთ.
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლეს ეცოდინება როგორ იპოვოს უცნობი წევრი
·
მოსწავლეს გააზრებული ექნება მოსინჯვის გზით უცნობი
წევრის პოვნის ხერხი.
·
მოსწავლეს შეეძლება ამოცანის პირობის მიხედვით რიცხვითი
ტოლობის ჩაწერა და მისი ამოხსნა.
დანართი-1
ამოცანები ჯგუფური
მუშაობისთვის
ამოცანა I
ერთ თაროზე რამოდენიმე წიგნი დევს. მეორეზე
27. ორივე თაროზე წიგნების რაოდენობა შეადგენს 59. რამდენი წიგნი დევს პირველ თაროზე?
ამოხსნა
პასუხი:
ამოცანა II
ჯიხურში 73 ჟურნალი მიიტანეს. რამდენიმე ჟურნალის გაყიდვის შემდეგ დღის ბოლოს დარჩა 40. რამდენი ჟურნალი
გაყიდულა ჯიხურში?
ამოხსნა
პასუხი:
ამოცანა III
მაღაზიაში გასაყიდად მიიყვანეს 14 თუთიყუში.
როდესაც რამოდენიმე თუთიყუში დაამატეს, დღის
ბოლოს თუთიყუშების რაოდენობა 60 გახდა. რამდენი თუთიყუში მიუყვანიათ მეორე დღეს?
ამოხსნა
პასუხი:
ამოცანა IV
ავტობუსიდან გაჩერებაზე ჩავიდა 12 მგზავრი.
ავტობუსში დარჩა 30. რამდენი მგზავრი ყოფილა თავდაპირველად ავტობუსში?
ამოხსნა
პასუხი:
შეადგინე
ამოცანა და იპოვე უცნობი კომპონენტი
ამოცანა
ამოხსნა
პასუხი:
დაალაგე ამოცანის შემადგენელი ნაწილები სწორად
ამოცანა V
ერთ წიგნში
33 გვერდია, მეორეში 22. რამდენი გვერდია ორივე წიგნში.
ამოხსნა
33+22=55
(გვერდი)
პასუხი:
ორივე წიგნში არის 55 გვერდი.
დანართი-2
ჯგუფური სამუშაოს
შეფასების რუბრიკა
№
|
შეფასების კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
1.
|
ახალი მასალის
გაგება
|
უჭირს ახალი მასალის გაგება
|
გაიგო ახალი მასალა, მაგრამ უჭირს თავისი აზრის გამოხატვა
|
კარგად გაიგო ახალი მასალა
|
2.
|
ჩართულობა
|
არ არის ჩართული
ჯგუფურ მუშაობაში
|
ნაწილობრივ ახერხებს
ჯგუფთან მუშაობას
|
მუშაობს ჯგუფთან და აღწევს კარგ
შედეგს
|
3.
|
დროის ლიმიტის
დაცვა
|
ვერ ახერხებს დროის
ლიმიტის დაცვას
|
ნაწილობრივ ახერხებს
დროის ლიმიტის დაცვას
|
კარგად იცავს
დროის ლიმიტს
|
ჯგუფური სამუშაოს შეფასების
რუბრიკები
№
|
შეფასების კრიტერიუმები
|
დაბალი
I II
III IV V
|
საშუალო
I
II III IV V
|
მაღალი
I
II III IV V
|
|||||||||||||||
1.
|
ახალი მასალის
გაგება
|
||||||||||||||||||
2.
|
ჩართულობა
|
||||||||||||||||||
3.
|
დროის ლიმიტის
დაცვა
|
თვითშეფასების
რუბრიკა
გავიგე
|
ნაწილობრივ გავიგე
|
ვერ გავიგე
|
მასწავლებელი
დაფაზე აკრავს წინასწარ მომზადებულ განმავითარებელი შეფასების
კრიტერიუმების ფურცელს, რომელზედაც აკეთებს
აღნიშვნებს მითითებული რუბრიკების შესახებ.
თარიღი:
29.03.2019წ.
ხელმოწერა:
როენა გოგოლაძე
გაკვეთილის გეგმა
6.05.2019
მასწავლებლის სახელი
გვარი: როენა გოგოლაძე
პირადი ნომერი:
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი/ IIდ
მოსწავლეთა რაოდენობა:
27; კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა: მერი ბოლქვაძის
მოთხრობა ,,მზე’’
გაკვეთილის ხანგრძლივობა:
40 წთ.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები წაიკითხავენ, გაიგებენ და გაიაზრებენ მერი ბოლქვაძის
მოთხრობას ,,მზე’’; ტექსტიდან ამოიწერენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს და შეადგენენ წინადადებებს;
წინადადებებში სწორად
ჩასვამენ გამოტოვებულ სიტყვებს, დაალაგებენ არეულ
წინადადებებს სწორი თანმიმდევრობით და აღიდგენენ ტექსტის შინაარსს.
ესგ შედეგი და ინდიკატორი:
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
Ø პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს;
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა
შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და
გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული
ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
Ø განარჩევს თხრობასა
და დიალოგს, მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა
შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური
გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
Ø ქმნის წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ
ნახატს;
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა
შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
Ø უბრუნდება წაკითხულს კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად,
ტექსტის უკეთ გასააზრებლად;
Ø იყენებს მარტივ გრაფიკულ სქემებს, გრაფიკულ მაორგანიზებლებს
ინფორმაციის დასაჯგუფებლად;
N
|
აქტივობის
მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
|
1.
|
·
საორგანიზაციო საკითხები;
·
მისალმება, განწყობის შექმნა;
·
გაკვეთილის მიზნის გაცნობა;
·
შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების
შეხსენება/გაცნობა;
|
ვერბალური ახსნა
ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით
|
საერთო საკლასო
|
შეფასების რუბრიკები;
დანართი
1
ვიზუალური სახით წარმოდგენილი რესურსი
გაუადვილებს მოსწავლეს ინფორმაციის აღქმას;
|
2 წთ
|
|
2.
|
აქტივობის მიზანი: წინა გაკვეთილზე
შეძენილი ცოდნის განმტკიცება
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი გამოსაძახებელი ჩხირების
დახმარებით გამოიკითხავს საშინაო დავალებას.ამავე
ხერხით დაუსვამს კითხვებს მოსწავლეებს და გამოიკითხავს განვლილ მასალას.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს სიტყვიერი კომენტარით .
|
ინტერაქცია-
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
სახელმძღვანელო, საშინაო დავალების
რვეული. აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას დარწმუნდნენ დავალების სისწორეში
და გაკვეთილის ცოდნაში.
|
3 წთ
|
|
3.
|
აქტივობის
მიზანი: მოტივაცია, განწყობა, წინარე ცოდნის გააქტიურება და
წარმოსახვის განვითარება;
აქტივობის
აღწერა:
მასწავლებელს მოსწავლეთა მოტივაციისა
და ინტერესის ამაღლების მიზნით კლასში შეაქვს
,,უცნაური ყუთი“ და სთხოვს მათ გამოიცნონ რა შეიძლება იდოს ამ ყუთში. მოსწავლეები
ცდილობენ გამოიცნონ, რისთვისაც მასწავლებელი
მინიშნებით, გადატანითი მნიშვნელობითა და ქარაგმებით უხსნის თუ რა შეიძლება იყოს ამ ყუთში. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოემზადონ უცნობ ნივთთან შესახვედრად. წარუდგენს
დამალულ ნივთს (ეს იქნება საჰაერო ბუშტი
მზის გამოსახულებით) და სთხოვს მათ, მოიფიქრონ,
როგორია მზე;
მასწავლებელი წინა გაკვეთილზე შესწავლილი
მოთხრობიდან გაახსენებს პირველ წინადადებას - ,,მზემ დედამიწაზე სხივები ჩამოუშვა’’,
სთხოვს აღწერონ - ,,რა სასწაულების მოხდენა
შეუძლია გაზაფხულის მზეს’’; მოსწავლეებს
გამოათქმევინებს თავიანთ წარმოსახვებს.
მასწავლებლის შეფასება და კომენტარი
|
,,უცნაური ყუთი“
|
საერთო საკლასო
|
შეფუთული ლამაზი ყუთი, საჰაერო ბუშტი.
,,უცნაური ყუთი“
აღნიშნული რესურსი ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში ინტერესის აღძვრას.
|
5წთ
|
|
4.
|
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა
შეძლონ მასწავლებლის მიერ წაკითხული ტექსტის მოსმენა, გაგება და კითხვებზე პასუხების
გაცემა, ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვება;
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი აცნობს ახალ ლექსიკურ
ერთეულებს, განმარტავენ მათ, წაუკითხავს
მოთხრობას, ტექსტის კითხვისას დასვამს შემდეგი
სახის შეკითხვებს და გამოათქმევინებს ვარაუდებს:
·
თქვენი
აზრით, რატომ არ მოეწონა მზეს მიწა?
·
როგორ მოიქცევიან კვირტები?
მასწავლებლის შეფასება და კომენტარი
|
ინტერაქცია-
კითხვა-პასუხი
ვარაუდების გამოთქმა
პაუზებით კითხვა
|
საერთო საკლასო
|
ტექსტი-მერი ბოლქვაძის მოთხრობა
,,მზე’’
ხელს შეუწყობს განწყობისა და მოტივაციის
შექმნას.
|
10 წთ
|
|
5.
|
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის წაკითხვა/გაგება
ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვება;
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეები შერჩევითი პრინციპით
(გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით) კითხულობენ ტექსტს გაგრძელებით: თითო მოსწავლე
თითო წინადადებას. აკვირდებიან და განმარტავენ ტექსტის გვერდით მოცემულ ლექსიკურ
ერთეულებს;
მასწავლებლის შეფასება და კომენტარი
|
გაგრძელებით კითხვა
|
საერთო საკლასო
|
ტექსტი-მერი ბოლქვაძის მოთხრობა
,,მზე’’,
გამოსაძახებელი ჩხირები, რომელიც
ხელს შეუწყობს კლასის მობილიზებასა
და კონცენტრირებას.
|
5წთ
|
|
6.
|
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტში ახალი ლექსიკური ერთეულების - სიტყვების, ფრაზების მოძებნა
და მათზე წინადადებების შედგენა, შეძლონ
შესწავლილი ლექსიკური ერთეულების ცოდნის გააქტიურება, სიტყვებს შორის მიმართებების
გაცნობიერება,
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეებს თითოეულ ჯგუფში მიეცემათ სხვადასხვა მზაობის დავალებები
შესასრულებლად.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები
ხმამაღლა წაიკითხავენ თავიანთ ნამუშევრებს და მიაკრავენ მაგნიტურ დაფაზე.
მასწავლებლის შეფასება და კომენტარი.
|
ურთიერთთანამშრომლობა
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური მუშაობის დროს ერთმანეთის
აზრის გაზიარება ხელს შეუწყობს მოტივაციას, განწყობას და სამუშაოს ორგანიზებულად
შესრულებას.
კალამი,
მაგნიტური დაფა, ფერადი ფურცლები.
|
10 წთ
|
|
6
|
აქტივობის
მიზანი: გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის
აღწერა: მასალის შეჯამების მიზნით, მასწავლებელი
სვამს კითხვებს:
·
როგორ მოექცა მზე ყინვას და ქარს?
·
რა დარიგება მისცეს შეშინებულმა
ხეებმა კვირტებს?
·
როგორ განწყობაზეა მზე მოთხრობის
ბოლოს?რატომ?
ამის შემდეგ მოსწავლეები
ავსებენ თვითშეფასების რუბრიკას.
მასწავლებლის შეფასება და კომენტარი
|
კითხვა-პასუხი
აქტიური მოსმენა
|
საერთო საკლასო
|
კითხვებზე პასუხის გაცემისას მოსწავლეები
გამოიყენებენ ახლადნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს
|
2წთ.
|
|
7
|
საშინაო
დავალების მიცემა:
მოთხრობა ,,მზე’’ კითხვით,
წერითი დავალება: მოიფიქრონ და დაწერონ
ორი წინადადება, კიდევ რას შეცვლიდა მზე გაზაფხულზე.
|
ინსტრუქტაჟი
|
საერთო საკლასო
|
უბის წიგნაკი,
კალამი
|
3წთ.
|
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლეებს
ს წაიკითხული, გაიგებული და გააზრებული ექნებათ
მერი ბოლქვაძის მოთხრობა ,,მზე’’;
·
მოსწავლეებს ტექსტიდან ამოიწერილი ექნებათ ახალ ლექსიკური ერთეულები და შეადგენენ
წინადადებებს;
·
მოსწავლეებს
წინადადებებში სწორად ჩასმული ექნებათ გამოტოვებული
სიტყვები, დაალაგებული ექნებათ არეულ წინადადებები
სწორი თანმიმდევრობით და აღიდგენილი ექნებათ
ტექსტის შინაარსი.
გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასება
დანართი 1
შეფასების რუბრიკები
N
|
შეფასების კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
1.
|
ხმამაღლა (მთლიანი
სიტყვებით ან დამარცვლით) წაკითხვა და მარტივი წინადადებებით შედგენილი მცირე ზომის
ტექსტის გაგება.
|
კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის
ტექსტს, თუმცა უჭირს მისი გაგება-გააზრება.
|
კითხულობს, იგებს და ნაწილობრივ ახერხებს გაიაზროს
მარტივი წინადადებებით შედგენილი მცირე ზომის ტექსტი.
|
ყოველთვის ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)კითხულობს,
იგებს და იაზრებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტს.
|
2.
|
ტექსტთან დაკავშირებულ
შეკითხვებზე პასუხის გაცემა
|
ცდილობს უპასუხოს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით
|
სხვების
დახმარებით პასუხობს
შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით
|
სწორად
პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან
დაკავშირებით
|
3.
|
სხვის მიერ დაწყებული კითხვის სათანადო ადგილიდან
გაგრძელება.
|
უჭირს
სხვის მიერ დაწყებული კითხვის სათანადო ადგილიდან გაგრძელება.
|
ზოგჯერ
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან
|
ყოველთვის
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან
|
4.
|
რეპლიკის ავტორის
მოძებნა და ნაწყვეტის მიხედვით ილუსრაციის შექმნა
|
ვერ ასახელებს სწორად რეპლიკის ავტორს, ცდილობს, არგუმენტირებულად
შექმნას სიუჟეტური ნახატი
|
სწორად ასახელებს რეპლიკის ავტორს, თუმცა არგუმენტირებულად
ვერ ქმნის შესაბამის სიუჟეტურ ნახატს
|
სწორად
ასახელებს რეპლიკის ავტორს და არგუმენტირებულად ქმნის წაკითხული
ტექსტის ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფის მუშაობა
წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა
დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა
წარმატებულია
|
ყველა წევრი არ არის ჩართული, კამათობენ
და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს, ვერ მიჰყვებინ ინსტრუქციას, ვერ ეტევიან განსაზღვრულ
დროში.
|
უმრავლესობა ჩართულია, ხმაურობენ
და ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს, ნაწილობრივ მიჰყვებიან ინსტრუქციას, უმნიშვნელოდ
გააცდინეს დრო.
|
ყველა წევრი ჩართულია, უსმენენ და
იზიარებენ ერთმანეთის აზრს, მუშაობენ ინსტრუქციის
მიხედვით, იცავენ დროის ლიმიტს.
|
თვითშეფასების რუბრიკა
გავიგე
|
ნაწილობრივ გავიგე
|
ვერ გავიგე
|
მასწავლებელი
დაფაზე აკრავს წინასწარ მომზადებულ განმავითარებელი შეფასების
კრიტერიუმების ფურცელს, რომელზედაც აკეთებს
აღნიშვნებს მითითებული რუბრიკების შესახებ.
ხელმოწერა: რ.გოგოლაძე
გაკვეთილის
გეგმა
თარიღი: 17.10.2017წ.
გაკვეთილის ხანგრძლივობა:35წთ.
გაკვეთილის თემა
|
ი და ა ასო-ბგერები
|
საგანი, მასწავლებელი
|
ქართული ენა
რ. გოგოლაძე
|
სწავლის საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, პირველი კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
26 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლე იწყებს ანბანის გაცნობას,
წერა-კითხვის შესწავლას. აანალიზებს წერა-კითხვის შესწავლის საგანმანათლებლო მნისვნელობას.
|
გაკვეთილის მიზნები
|
--ი და ა ასო-ბგერების გაცნობა,
მათი კითხვა და წერა;
--მეტყველების განვითარება, ლექსიკური
მარაგის გამდიდრება.
გრაფიკული ჩვევების ფორმირება.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი და ინდიკატორი
|
ქართ. I. 2. მოსწავლე გადმოცემს მარტივ ინფორმაციას მისთვის ნაცნობ
თემებზე.
ქართ. I. 3. მოსწავლე იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
ქართ. I. 4. მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ
მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ქართ. I. 5. მოსწავლე სათანადოდ აღიქვამს წაკითხული მარტივი ტექსტის
შინაარსს.
ქართ. I. 6. მოსწავლე ამოიცნობს ტექსტში მარტივ ენობრივ ერთეულებს.
|
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლეებმა იციან რომ ქართულში
33 ასო-ბგერაა. ქართველებს დედაენა შეუდგინა იაკობ გოგებაშვილმა. იციან ლექსები იაზე
, დედაენაზე, იაკობზე.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი,
კომპიუტერი, პროექტორი ფანქარი, ფერადი მარკერები,
ბარათები.
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
საერთო -საკლასო, ინდივიდუალური.
|
გამოყენებული მეთოდები
|
გონებრივი იერიში, კითხვა-პასუხი,ვიზუალიზაცია.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ
კლასს ვაცნობ გაკვეთილის თემას,
მიზნებს, მიზნის შესაბამისს
აქტივობებს და შეფასების საგანს.
A ფაზა- გამოწვევა
აქტივობა
N1
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
დრო: 7 წუთი
აქტივობა N2
კლასის ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
დრო : 10
წუთი
პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს
ვაჩვენებ და ვასმენინებ ქართული მხედრული ანბანის სიმღერას, რითაც ვახდენ მოსწავლეთა
გამოწვევას.
ამის შემდეგ მოვუთხრობ მოსწავლეებს 33 ,,მანათობელი“ ასო-ბგერის შესახებ, კლასში
შემომყავს ზღაპრის გმირი-,,ვარსკვლავთბიჭუნა“, რომელსაც, შემოაქვს პირველკლასელთათვის საჩუქარი კეთილი ფერიისაგან
-ცოცხალი ია ყვავილი და ფერადი მარცვლები ,, აი ია“, რომელსაც საპატიო ადგილს ვუჩენთ დაფაზე.
B ფაზა
აქტივობა N3 -სახელმძღვანელოზე მუშაობა
დრო- 10 წუთი
სიღრმისეული წვდომის ფაზაზე ვიწყებ ახალი მასალის
ახსნას, ვმუშაობ სახელმძღვანელოში მოცემულ
ი და ა ასო-ბგერების გასაცნობ საკითხავ
მასალაზე. ვაკითხებ მოსწავლეებსაც, ვკითხულობთ
ერთობლივი კითხვის მეთოდით.ვახდენთ სიტყვის ანალიზს,
C -ფაზა - გააზრება-გამთლიანება
აქტივობაN4
ორგ.ფორმა
საერთო საკლასო
დრო 5 წუთი.
საკითხის გააზრება-გამთლიანების
ფაზაზე მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცლებს, რომელზეც ია-ყვავილის გრაფიკული გამოსახულებაა მოცემული,
წარწერით ,,აი ია’’. მოსწავლეებს ევალებათ
გააფერადონ ია ყვავილი შესაბამის ფერებში
, ასევე ყვავილის ქვემოთ მოცემულ ნაწერში ი
ასო-ბგერა გააფერადონ წითლად, ა ასო-ბგერა
კი ლურჯად. დავალების დასრულების შემდეგ
ჯგუფურად ვასრულებთ მუსიკის გაკვეთილზე შესწავლილ სიმღერას ,,ია, იაო“
|
შეფასება
|
დრო : 3 წუთი
გაკვეთილის მიზნის შესაბამისი შეფასების
რუბრიკით ვახდენ მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას კომენტარებით.
|
გაკვეთილის გეგმა
საგანი-მათემატიკა
. მასწავლებელი-როენა
გოგოლაძე
გაკვეთილის მთავარი თემა
|
შემაჯამებელი გაკვეთილი / მათემატიკა
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
საფეხური-პირველი კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
29 მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროების მქონე
მოსწავლე კლასში არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტიულობა
|
შემაჯამებელი გაკვეთილი ხელს შეუწყობს
შესწავლილი მასალის განზოგადოებასა და სისტემაში მოყვანას. წინარე ცოდნის შეფასებით
მოსწავლეები შეძლებენ დინამიურად გადავიდნენ ახალ საკითხებზე და მოახდინონ ცოდნის
ინტეგრირება.
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლეებმა გაიზრონ ცნებები მეტი, ნაკლები და
შეძლონ
ამოცანების ამოხსნა მათი საშუალებით.
სწავლის შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ სიტყვიერად აღწერონ შეკრების/გამოკლების,
ტოლობის და
შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში.
მოსწავლეებს განუვითარდებათ ,,-ით“ მეტი და ,,-ით“
ნაკლები ცნებების პრაქტიკაში გამოყენების
უნარ-ჩვევები. მოსწავლეები გაიწაფებიან მარტივი
ამოცანების ამოხსნაში ზეპირად და
წერილობით.
ისტ-ს საშუალებების გამოყენებისას
მოსწავლეები თანამშრომლობენ ჯგუფში როგორც
თანაკლასელებთან, ასევე მასწავლებელთან.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგები და ინდიკატორები
|
1. 1 ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს, რიცხვით სახელებს
და რაოდენობებს.
1.3 აკავშირებს თვლას, რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს
და შეკრება გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან.
1.4 აფასებს და ადარებს რაოდენობებს.
1.5 განავრცობს წარმოადგენს და ადარებს საგნების პერიოდულ
განლაგებებს
1.6 ამოიცნობს და აღწერს ბრტყელ ფიგურებს.
|
წინასწარი ცოდნა
|
-მოსწავლეები კითხულობენ და გამოსახავენ რიცხვებს,
ახდენენ შეკრება -გამოკლების თვალსაჩინო დემონსტრირებას, -ადარებენ რიცხვებს,
-აღწერენ
გეომეტრიულ ფიგურებს, - ავრცობენ მიმდევრობებს მოცემული ფრაგმენტის მიხედვით,
ავსებენ ამ მიმდევრობის რამდენიმე ღია პოზიციას.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
• რიცხვები და მათზე მოქმედებების პრაქტიკული
გამოყენების უნარ-ჩვევები;
• ლოგიკური მსჯელობის და ანალიტიკური აზროვნების
უნარჩვევები.
• ინფორმაციულ საკონიმუკაციო ტექნალობიების გამოყენების
ფლობის უნარი.
დაკვირვების ობიექტია ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა
ჩართულობისა და თანამშრომლობის უნარი.
გაკვეთილზე გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას
წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემითა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დადგენილი
შეფასების კომპონენტების მიხედვით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.
|
სახელმძღვანელო, ინტერნეტი (დამატებითი ვიდეო მასალა განთავსებული
საკუთარ ბლოგზე.)
პროექტორი, კომპიუტერი, ფურცელი,
კალამი, ფანქარი, პლაკატები, წინასწარ გამზადებული მზეები, ყვავილები.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები (2წთ)
A ფაზა -(გამოწვევა ) 15წთ
გაკვეთილის საწყის ეტაბზე გახალისების
მიზნით მოსწავლეებს ვასმენინებ და ვამღერებ სიმღერას ციფრებზე. წინა დღით ვაჩვენებ
ჩემს ბლოგზე განთავსებულ ვიდეომასალას, რომელიც შეეხება ციფრებსა და გეომეტრიულ ფიგურებს.
https://www.youtube.com/watch?v=BZrNC8bwGwY https://www. https://ka.khanacademy.org/math/basic-geo/basic-geometry-shapes/basic-geo-properties-shapes/v/recognizing-shapesyoutube.com/watch?v=6vgLjfF8cTI
გაკვეთილის
მომდევნო ეტაპზე მოსწავლეთა
მაქსიმალური
ჩართულობის მიზნით ვიყენებ გონებრივ იერიშს,სადაც მოსწავლეები გამოავლენენ თავიანთ ცოდნას რიცხვის შედგენილობის, შედარების
გეომეტრიული ფიგურებისა და ამოცანის ნაწილების შესახებ.
B ფაზა - (შინაარსის რეალიზება ) წთ.
კლასს ვყოფ 2 ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით.
პროექტორის საშუალებით ვახდენ აქტივობების დემონსტრირებას. გუნდებს ვურიგებ ფურცლებზე
დაბეჭდილ ამავე აქტივობებს . სწორად შესრულებულ თითოეულ დავალებაში გუნდები მოიპოვებენ
თითო ქულას, რაც აისახება დაფაზე წინასწარ მიმაგრებულ მზეებზე.თითო სწორი პასუხი
თითოეული გუნდის მზეს თითო სხივს შეჰმატებს.გაიმარჯვებს ის გუნდი,რომლის მზეც უფრო
მეტ სხივს მიიმაგრებს. С ფაზა ( გამთლიანება ) (5წთ) . . ვახდენთ გაკვეთილის შეჯამებას,ვაწყობთ დებრიფინგს,თუ
რითი იყო დღევანდელი გაკვეთილი მნიშვნელოვანი,
საინტერესო და განსაკუთრებული. დასასრულს ვურიგებ მოსწავლეებს გაღიმებულ მზეებს,ავღნიშნავ
მათ წარმატებას, მონდომებას და ძალისხმევას გამარჯვების მოსაპოვებლად და მზაობას
მომდევნო საკითხების შესასწავლად.
|
საკლასო მენეჯმენტი
|
ჯგუფური/მთელ კლასთან
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმე ბი
|
სუსტი
|
საშუალო
|
საუკეთესო
|
თანამშრომ ლობა ჯგუფური მუშაობის
დროს
|
უჭირთ ერთმანეთის მოსმენა და რიგითობის
დაცვა
|
ცდილობენ ითანამშრომლონ ერთმანეთ
თან, შეიტანონ წვლილი დავალების შესრულებაში
|
ჯგუფის წევრები კარგად თანამშრომლობენ
ერთმანეთთან
|
აქტიურო ბის ხარისხი
|
პასიურია,გონება გაფანტული, არ უსმენს თანამოსაუბ რეს.
|
ნაწილობრი ვაა ჩართული მუშაობაში,
უჭირს ყურადღე ბის კონცენტრი რება
|
გაკვეთილზე აქტიურია,მობილიზებულია
მოსასმენად
|
საკუთარი აზრის დასაბუთება
|
ვერ ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთე
ბას
|
ნაწილობრივ ახერხებს აზრის ჩამოყალი
ბე ბას
|
არგუმენტირებულად ასაბუთებს საკუთარ
აზრს
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
|
ნაწილობ რივ ახერხებს დროის ლიმიტის
დაცვას
|
იცავს დროის ლიმიტს
|
Комментариев нет:
Отправить комментарий