სოციალური პროექტი - ,, სიკეთე მზის
შუქსა ჰგავს - ანათებს და ათბობს“
ავტორი - როენა გოგოლაძე
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები.
კლასი II დ
პერიოდი - 17.09.2018 –18.11.2019
თემის აქტუალობა - ადამიანის ბუნება თუ რბილი, მორჩილი
და დამთმობია, მიუხედავად ასაკისა, მისი ჩამოყალიბება
ადვილია. თანამედროვე ცხოვრებაში
ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს, სხვის გულისტკივილს არაფრად
აგდებენ.
ბავშვებს ვიღაცამ უნდა
ასწავლოს სითბოს, სიყვარულის, სიხარულისა და სიკეთის გაზიარება. არ შეიძლება ბედნიერი იყო, როცა ვიღაც ტირის, ყველას შეუძლია სიკეთის მარცვალი გადააგდოს და სხვისი ცხოვრება წამიერად მაინც გაანათოს. ვფიქრობ, ადრეული ასაკიდანვე
უნდა მივაჩვიოთ ბავშვები სხვების დახმარებას, თანადგომასა და სიყვრულის გაზიარებას. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის მოსწავლეების,
მასწავლებლების და მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)
ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციებისა
და ღირებულებების
მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ)
კომუნიკაცია ინდივიდებთან
და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები:
ორგანიზება და საჭირო ნივთების
შეგროვება, ერკეთის დედათა მონასტერის მონახულება.
გრძელვადიანი მიზნები: ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა, სხვისი გასაჭირის
გაზიარება.
პროექტის ამოცანები
1.I ეტაპი- შეგროვდეს საჭირო ნივთები მაქსიმალური შესაძლებელი
რაოდენობით;
2. II ეტაპი- შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;
3.III ეტაპი-ვიზიტი ერკეთის დედათა მონასტერში, მათთვის საკვები პროდუქტის და ტკბილეულისა მიტანა.
განხორციელების გზები
1.
პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.მშობელთა კრების მოწვევა;
3 . სამუშაო
შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების
მიზნით;
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5. აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება:
1. საჭირო ნივთების შეგროვება;
2. პროდუქტის და ტკბილეულის შეგროვება;
3. ტანსაცმლის მიტანა ტაძარში;
4.ვიზიტი ერკეთის დედათა მონასტერში, მათთვის
საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიტანა.
5.საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
6.პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა ადამიანების
მიმართ. ამავე დროს დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია
და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობებ პასუხისმგებლობას, რადგან საკუთარ წვლილს შეიტანენ დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას,
სხვისი გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა
მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
საკვები პროდუქტი,
ტკბილეული.
ფოტოაპარატი.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.შეგროვებული ტანსაცმლის რაოდენობით;
2.შეგროვებული პროდუქტის რაოდენობით;
3.პროექტში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით;
4.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
პროექტის კალენდარი
18.11.2018
საჭირო
ნივთები და პროდუქტი საჩუქარად მივუტანეთ ერკეთის დედათა მონასტერში მცხოვრებ მორჩილებსა
და დედაოებს.
ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო სსიპ. ბათუმის მე-18 საჯარო
სკოლის IIდ
კლასის მოსწავლეებმა. მათ შეაგროვეს საჭირო ნივთები, შეგროვილი ფულით იყიდეს ტკბილეული
და პროდუქტები.
ჩვენი მისვლით ძალიან
გაიხარეს ერკეთის დედათა მონასტერში მცხოვრებმა დედაოებმა და გამოთქვეს ხშირად შეხვედრის
სურვილი.
აქტივობის დასახელება
|
18.09. 2018
|
27.09.
2018
|
05.10
2018
|
11.10
2018
|
19.10. 2018
|
24.10 2018
|
31.10
2018
|
05.11.
2019
|
12.11 2019
|
18.11 2019
|
1. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის
ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
2.
პროექტის ეტაპებზე
პირების შერჩევა;
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
3. პროექტის ოთხივე ეტაპის გნხორციელების პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
4.საჭირო ნივთების შეგროვება;
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
5.საკვები პროდუქტისდა ტკბილეულის შეგროვება;
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
6.აპრილის გმირების გახსენება.
|
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
7.ვიზიტი-დედათა მონასტერშიმათთვის საკვები პროდუქტისა
და ტკბილეულის მიტანა.
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
8. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის
ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
დაკვირვებით: სიკეთე ნამდვილად გადამდებია.ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი რომ ქველმოქმედება გახადონ სისტემატიური.
შეადგინეს გეგმა: შემდეგი იქნება მოხუცთა
თავშესაფარი და ბავშვთა სახლი.
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება ოთხივე
ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ
დედათა მონასტერში წასვლაზე და პროდუქტის შეგროვებაზე, ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ მოგვესწრო სააღდგომოდ
მობილიზება.
პროექტის ავტორი:
როენა გოგოლაძე
პროექტის რეფლექსია:
პროექტის პირველ
ეტაპზე მოვიწვიე მშობელთა კრება, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო, როგორი იყო სოციალური
აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. მიუხედავად
იმისა, რომ კლასში არიან სხვადასხვა მრწამსის მოსწავლეები აღმოჩნდა, რომ ისინი და
მშობლებიც სოციალური აქტივობის განსახორციელებლად
მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ადამიანებს, მოეფერონ და ერთი ლამაზი დღე აჩუქონ.
კალენდრით მითითებულ ვადებში კლასის მონაწილეობით შეგროვდა სხვადასხვა საჭირო
ნივთები, საკვები პროდუქტი და ტკბილეული. აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის
ფარგლებში სკოლაში მოეტანა საკვები პროდუქტი
და ტკბილეული. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი
იყო.
მოსწავლეები
დიდი მონდომებით ემზადებოდნენ ექსკურსიისთვის,
რომელიც დაგეგმილი იყო ერკეთის დედათა მონასტერში“ მოსწავლეები სიხარულით იყვნენ ჩართული
ყველა აქტივობაში, მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით. სთხოვდნენ მათ, კიდევ
მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით
გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და
ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას, ასევე ტოლერანტობისა და
ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია. პროექტის ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მათში მოსწავლეთა
ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად
იგრძნობოდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციით დატვირთული ერთერთი ეტაპი იყო,
როცა მოსწავლეები უშუალოდ შეხვდენენ დედაობეს, მონაზვნებს, მორჩილებს და მონასტერში მცხოვრებ ადამიანებს, გამართეს მათთვის დისკუსია,
დაუსვეს უამრავი კითხვები, მოისმინეს მონასტრის ისტორია და ბოლოს გადასცეს მათ საჩუქრები.
პროექტი მოიწონეს, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა,
პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ, ამაზე მიუთითებს ის ფაქტი,რომ პროექტში მონაწილეობის
სურვილი გამოთქვეს სკოლის სხვა კლასებმაც. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იგი იყო
წარმატებული.
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტის დასრულების შემდეგ საინფორმაციო
შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა დაინტერესებული კლასებისთვისაც, რათა მოგვეხდინა ქველმოქმედების
პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა
და ემპათიის გამოწვევას, ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას ბავშვებში.
პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა
და დამატებულა აქტივობა.
ელექტრონული
მასალა (ფოტოები) ანგარიშს თან ახლავს იხილეთ
ჩემ ბლოგზე:
15.06.2019
როენა გოგოლაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий